აშშ-ის ელჩი გერმანიაში თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის ელჩი გერმანიაში, რიჩარდ გრენელი უახლოეს კვირებში თანამდებობას დატოვებს.

გრენელის განცხადები, დიპლომატიური წარმომადგენლის თანამდებობას მისი მოადგილე რობინ კვინვილი დაიკავებს.

გერმანიაში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლობამ, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

რიჩარდ გრენელი გერმანიაში აშშ-ის ელჩის მოვალეობას 2018 წლის მაისიდან იკავებს.