აშშ-ის, გერმანიისა და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრები შეხვედრას მართავენ

ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, კიევში აშშ-ის, გერმანიისა და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ Twitter-ზე გერმანიაში უკრაინის ელჩი, ანდრეი მელნიკი წერს.

დიპლომატის თქმით, შეხვედრა უკრაინის ინიციატივით იმარება. წინა დღეს ის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააანონსა.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის საკითხები განიხილება.