აშშ-ის ქალაქებში აგრესიული ვირთხები მომრავლდნენ

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრესიული ვირთხები მომრავლდნენ. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრებში განაცხადეს.

"ვირთხები უფრო აგრესიულები არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ერთმანეთის მიმართაც გახდნენ", - განაცხადეს ცენტრების სპეციალისტებმა.

ისინი მღრღნელების ასეთ აქტიურობას კვების ობიექტებისა და სხვა საწარმოების მუშაობის შეზღუდვას ან შეჩერებას უკავშირებენ, რადგან ვირთხების კვების წყარო სწორედ მათი ნარჩენები იყო.

ჩიკაგოში მშიერი ვირთხები დღისითაც ჩნდებიან.