აშშ-ის კონტრდაზვერვამ მთავარი საფრთხეები დაასახელა

აშშ-ს კონტრდაზვერვის 2020-2022 წლების ახალი სტრატეგია ძირითად საფრთხეებს ასახელებს. დოკუმენტი კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა გაასაჯაროვა.

"მოთამაშეთა რიცხვი, რომლებიც აშშ-ს უმიზნებენ, იზრდება. ჩინეთი და რუსეთი მთელს მსოფლიოში მოქმედებენ, აშშ-ს წინააღმდეგ ყველა ინსტრუმენტსა და ეროვნულ სიძლიერეს იყენებენ. მათ თანამედროვე დაზვერვითი შესაძლებლობების ფართო სპექტრი გააჩნია", - ნათქვამია დოკუმენტში.

სხვა საფრთხეებს განეკუთვნება: კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, მოძრაობა "ჰეზბოლა", ტერორისტული ორგანიზაციები "ისლამური სახელმწიფო" და "ალ-ქაიდა", ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციები და ა.შ.