აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანი შავ ზღვაში შევიდა

ამერიკული ხომალდი USS Mount Whitney შავ ზღვაში 4 ნოემბერს შევიდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გასული კვირის ბოლოს, აშშ-ისა და NATO-ს სარდლობებმა ხმელთაშუა და შავ ზღვებში ოპერაციების დაწყების შესახებ განაცხადეს. ოპერაციების მიზანს “რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა” ეწოდა.

USS Mount Whitney არის მეორე Blue Ridge-ის კლასის სამეთაურო ხომალდი, აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანი. ექსპლუატაციაში 1971 წლის 16 იანვარს შევიდა.