აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი: მასშტაბური კარანტინი საჭირო აღარ არის

COVID-19-თან ბრძოლისთვის აშშ-ის მასშტაბური შემზღუდავი ზომები აღარ ესაჭიროება, - ამის შესახებ სააგენტო France-Presse-სთან ინტევრიუში ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, საყოველთაო კარანტინის დაბრუნების საკითხი აღარ განიხილება.

"ვფიქრობ, უფრო ვისაუბრებთ იმაზე, როგორ გავაკონტროლოთ ქვეყნის ის რაიონები უკეთ, სადაც შემთხვევების აფეთქებაა", - განაცხადა მან.

ამასთან, ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბოლო ცდების შესახებ მონაცემები დამაიმედებელია. მისი თქმით, ის ამ პროცესს ოპტიმიზმით უყურებს.