აშშ-ის პირველი ლედი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება

აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამის შესახებ გამოცემა Associated Press წერს.

გამოცემის ცნობით, ჯილ ბაიდენი ჩრდილოეთ ვირჯინიის საზოგადოებრივი კოლეჯის ლექტორია. 

გამოცემის ინფორმაციით, ჯილ  ბაიდენი აშშ-ის პირველ ლედებს შორის პირველი იქნება, ვინც თეთრი სახლის მიღმა იმუშავებს.

ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ ჯილ ბაიდენს ლექტორობაზე უარი არ უთქვამს, თუმცა პანდემიის გამო ლექციები დისტანციურ ფორმატში მიჰყვადა.