აშშ-ის პრეზიდენტმა ჩვენს მიერ F-16-ის ყიდვა პოზიტიურად შეაფასა - ერდოღანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა ანკარას მხრიდან F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების ყიდვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ამერიკელ კოლეგას გადასცა თურქეთის წუხილი იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც აშშ-სგან იღებენ ისეთი ტერორისტული ორგანიზაციები როგორიცაა, "ქურთისტანის მუშათა პარტია", "დემოკრატიული კავშირის პარტია" და "სახალხო დაცვის შენაერთი".

თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სირიის ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა აღარ გაგრძელდება.