აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსის ექსპერიმენტულ მკურნალობაზე ისაუბრა

აშშ ექსპერიმენტის მეთოდით კორონავირუსის მკურნალობისთვის ჰიდროქსიქლოროქსინის (პლაქვენილის) გამოყენებას გეგმავს.

"წამალი ჰიდროქსიქლოროქსინი მალარიისა და ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება, ეს ძალიან ძლიერი წამალია. პრეპარატმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. ჩვენ ვაპირებთ, ეს პრეპარატი COVID-19-ის მკურნალობისას სასწრაფოდ გავხადოთ ხელმისაწვდომი", - განაცხადა ტრამპმა.

ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსით დაახლოებით 10 ათასი ადამიანია ინფიცირებული.