აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინაში ბომბი აღმოაჩინეს

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის შტაბში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ამ დროისათვის ბომბი გაუვნებელყოფილია.

ამასთან, უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაცია გამოცხადდა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაშიც.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ორივე პარტიის სათაო ოფისი აშშ-ის კაპიტოლიუმის მახლობლად მდებარეობს.