"აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელი სახელმწიფოების კვლევითი პროგრამის" ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 2 მლნ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ RT ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ პროექტს კურირებას, სავარაუდოდ, აშშ-ის საგარეო უწყების დაზვერვისა და კვლევის ბიურო გაუწევს.
შესასწავლი ქვეყნების სიაშია: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩეხეთი, საქართველო, სლოვაკეთი, პოლონეთი, ბელარუსი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ა.შ.