აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბაქოსა და ერევანს რეგიონში კომუნიკაციების აღდგენისკენ მოუწოდებს

სამხრეთ კავკასიაში ჩვენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგის განახლებას მივესალმებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სტოკჰოლმში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე დასძინა, რომ მოუწოდებს მხარეებს, მიაღწიონ პროგრესს ჰუმანიტარულ საკითხებში, როგორიცაა გათავისუფლებული ტერიტორიების განაღმვა.

"მოვუწოდებთ მხარეებს, იმუშაონ სხვა გადაუჭრელ საკითხებზე, როგორიცაა საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია, ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა და გააგრძელონ ურთიერთობა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, რათა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდეს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.