აშშ-ის სანაპიროზე ორთავიანი კუ იპოვეს

აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატის სახელმწიფო პარკმა გამოაქვეყნა იშვიათი აღმოჩენის - ორთავიანი კუს ფოტოსურათები. ამის შესახებ პარკის თანამშრომლებმა Facebook-ში დაწერეს.

კუ მოხალისეებმა გასულ კვირას იპოვეს.

”პატრულმა და მოხალისეებმა სამი პატარა კუ იპოვეს, რომლებიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოჩეკილან. ერთ-ერთს ორი თავი ჰქონდა", - აღნიშნული ინფორმაციაში.

მოგვიანებით ყველა კუ ოკეანეში გაუშვეს.