აშშ-ის სენატმა სახაზინო მდივნად ჯანეტ იელენი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა სახაზინო მდივნის პოსტზე ჯანეტ იელენი დაამტკიცა.

ჯანეტ იელენს მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 15 იყო. მას ხმები "რესპუბლიკელებმა" არ მისცეს.

აღსანიშნავია, რომ ჯანეტ იელენი პირველი ქალია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც ქვეყნის სახაზინო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

74 წლის ეკონომისტი იელენი 2014-2018 წლებში შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე იყო. სახაზინო მდივნის თანამდებობაზე ის ასევე პასუხისმგებელი იქნება ეკონომიკურ საკითხებში პანდემიაზე რეაგირების მექანიზმის მართვაზე.