აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთის ძირითადი სამხედრო ბაზა დატოვეს

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამხედრო ბაზა დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ყანდაარის აეროდრომი მიმდინარე კვირის დასაწყისში ავღანეთის ეროვნული თავდაცვის ძალებს გადაეცა. ცნობილია, რომ სამხრეთ ავღანეთში მდებარე ყანდაარის ბაზასა და აეროდრომზე, ჯამში 26 000 აშშ-სა და საერთაშორისო ჯარისკაცი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში დარჩენილი ამერიკელი სამხედროები ქვეყანას მთლიანად 11 სექტემბრამდე დატოვებენ.