აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთის საკითხებში ევროპასა და აზიაში გაემგზავრა

აშშ-ის ახალი სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთის საკითხებში, თომას უესტი ოფიციალური ვიზიტით ევროპასა და აზიაში გაემგზავრა. ამის შესახებ უესტმა Twitter-ზე დაწერა.

"მივემგზავრები ევროპასა და აზიაში, რათა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ავღანეთის წინსვლის გზა განვიხილო. საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ ეფექტური იყოს", - წერს უესტი.

ის ვიზიტების დეტალებს არ აკონკრეტებს.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ უესტის პირველი გაჩეწება ბრიუსელში იქნება, სადაც ის „მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავს“.