აშშ-ის წყალქვეშა ნავებმა იდუმალი ობიექტები აღმოაჩინეს

აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენლები პატრულირების დროს უცნაური ობიექტების გამოჩენის მომსწრეები გახდნენ. ისინი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას გამოცემა The Mirror ავრცელებს.

პუბლიკაციებში მათ დაუდგენელ მფრინავ ობიექტებს (UFO) და აცხადებენ, რომ ისინი კი არ დაფრინავდა, არამედ წყალში მოძრაობდა.

”ამერიკელმა მეზღვაურებმა დააფიქსირეს მაღალი სიჩქარით მოძრავი ობიექტები, რაც არ არის დამახასიათებელი წყალქვეშა აპარატებისთვის, მათ შორის წყალქვეშა ნავებისთვის”, - აღნიშნულია გამოცემაში.

ობიექტების აღმოჩენა ჰიდროლოკაციური მოწყობილობის წყალობით მოხერხდა.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მანამდე არაფერი მსგავსი არ დაფიქსირებულა.

მანამდე აშშ-ის სამხედროებმა ცაში უცნაური საგნების ობიექტების დააფიქსირეს.

”მათი მოძრაობის ტრაექტორია და ხასიათი არ შეესაბამებოდა ავიაციის ჩვეულებრივ საშუალებებს. ეს, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ აშშ-ის სამხედროებმა უცხოპლანეტელები შენიშნეს”, - იუწყება The Mirror.