აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მთავარი საშიშროება დასახელდა

აშშ-ის შიდა უსაფრთხოებისთვის მთავარი საშიშროება ე.წ. შიდა ექსტრემისტები, ასევე რადიკალიზაციაა, რომელიც ინტერნეტში ხდება, - ამის შესახებ ტელეარხ Fox News-სთან ინტერვიუში აშშ-ს ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა.

"დიდი დროის განმავლობაში აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მთავარი საშიშროება რადიკალური ისლამისტების მხრიდან ტერორიზმი იყო, ახლა კი ეს ტერორისტული საფრთხე აქ, აშშ-ის ტერიტორიაზეა", - განაცხადა რეიმ.

მისი თქმით, საუბარია ასევე ექსტრემისტებზე, რომლებიც მარტო მოქმედებენ და ერთიან იდეოლოგიას არ უჭერენ მხარს. ამის გამო ისინი შესაძლო თავდასხმაზე ბევრ დროს აღარ კარგავენ.