აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ბაიდენის განკარგულება გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განკარგულება გააუქმა. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულება დიდი კომპანიების თანამშრომლებს ავალდებულებდა, სამსახურში გამოცხადებამდე ვაქცინა ან ტესტი გაეკეთებინათ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან ეს ვალდებულება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებს შეეხებათ, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.