აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბუსტერული დოზით აიცრა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ბუსტერული (მესამე) დოზით აიცრა.

"დღეს გავიკეთე ვაქცინის ბუსტერული დოზა. მინდა, ყველას მოვუწოდო, მიიღონ მესამე დოზა, თუ მათ აქვთ ამის უფლება. ვაქცინები უფასოა, ისინი უსაფრთხოა და თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს", - წერს კამალა Twitter-ზე. 

ცნობისთვის, კამალა ჰარისმა მოდერნას მეორე დოზა მიმდინარე წლის იანვარში გაიკეთა.