აშშ ჯანმო-სთან ურთიერთობას წყვეტს

ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ყველა სახის ურთიერთობას წყვეტს და სახსრებს სხვა ორგანიზაციებს გადაურიცხავს, რომლების ჯანდაცვის საკითხებითაა დაკავებული. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"იმის გამო, რომ მათ მოთხოვნილი რეფორმების ჩატარებაზე უარი განაცხადეს, დღეს ჩვენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას ვწყვეტთ", - განაცხადა ტრამპმა.