აშშ კოვიდ-19-ის ვაქცინების ექსპორტს გაზრდის

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტს გაზრდის. საერთო ჯამში იგეგმება აშშ-ში წარმოებული 80 მილიონი დოზა ვაქცინის გატანა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტი მიენიჭება იმ ქვეყნებს, სადაც ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე მძიმე სიტუაციაა. თუმცა, თეთრ სახლში ჯერ ჯერობით არ დაუზუსტებიათ კონკრეტული ქვეყნების სია, სადაც ვაქცინები გაიგზავნება.

აშშ-ის სრულწლოვანი მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს უკვე გაკეთებული აქვს ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, ხოლო თითქმის 48% სრულად ვაქცინირებულია.