აშშ-მ საზღვართან მისული 10 000-მდე მიგრანტი თავშესაფარში გადაიყვანა

აშშ-ს შტატ ტეხასში 10 000-ზე მეტი ლტოლვილი განასახლეს - გადაიყვანეს საზღვრიდან იმიგრაციისა და საპროცედურო სადგურებში. ჰაიტიდან ლტოლვილი მიგრანტები ტეხასისა და მექსიკის საზღარზე არსებული ხიდის ქვეშ რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 

აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს რომ ისინი ისევ ჰაიტიში დააბრუნოს. ამ მიზნით ფრენების დაწყება დღეიდან იგეგმება. 

ჰაიტის პრემიერ-მინისტრი არიელ ჰენრიმ მათ დახმარება აღუთქვა. სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვაში მან თქვა, რომ ყველა ზომა მიიღო, რათა მოქალაქეებს ქვეყანა შესაბამისად დახვდეს.