აშშ-მა ახლო აღმოსავლეთიდან სამხედრო მოსამსახურეების და შეიარაღების გაყვანა დაიწყო

wall street journal-ის ცნობით, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნიდან სამხედრო მოსამსახურეების და შეიარაღების გაყვანა დაიწყო.

სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ერაყიდან, ქუვეითიდან, იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან "პატრიოტის" სისტემის რვა საზენიტო-სარაკეტო ბატარეა მიაქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა საუდის არაბეთიდან უკვე გაიტანა სამხედრო სისტემებს ნაწილი, რეგიონისთვის განკუთვნილი ავიაგამანადგურებლების რაოდენობა კი შემცირდება.

wall street journal  წერს, რომ ავღანეთის მისიის დასრულების ფონზე, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს, ძალების დიდი ნაწილი ჩინეთის წინააღმდეგ მიმართოს. ახალი მთავრობის პოლიტიკა, ირანთა მოლაპარაკებებზეა ორიენტირებული, რის გამოც პენტაგონის ოფიციალური პირები ომის რისკს ნაკლებად ხედავენ.