აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას გემის გატაცებისთვის $2,3 მილიარდი მოსთხოვა

1968 წელს ჩრდილოეთ კორეის მიერ აშშ-ს დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის "პუებლოს" ხელში ჩაგდებს გამო, ამერიკის სასამართლომ, ფხენიანის ხელისუფლებას კომპენსაციის სახით $2,3 მილიარდი მოსთხოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ კორეა პასუხისმგებელია გემის პერსონალის ცემის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ემოციური სტრესისა და მკვლელობის გამო.

როგორც აშშ-მა განაცხადა, გატაცებული გემი საექსპედიციო იყო და თავდასხმის დროს საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა.

საერთო ჯამში, ბორტზე ეკიპაჟის 83 წევრი იმყოფებოდა. ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენები 11 თვის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდნენ.