აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ შეზღუდვების დაწესებას განაგრძობს.

ახალი სანქციები ამჯერად სამშენებლო სექტორს ეხება, რომელიც ვაშინგტონის აზრით, პირდაპირ ან ირიბად ირანის ელიტური სამხედრო ფორმირების მიერ კონტროლდება.