აშშ-მა კანადასთან და მექსიკასთან საზღვრის ჩაკეტვა 20 მაისის ჩათვლით გააგრძელა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აშშ-ის ხელისუფლებამ კანადასთან და მექსიკასთან საზღვრის ჩაკეტვა 20 მაისის ჩათვლით გააგრძელა. ამის შესახებ ნათქვამია შეტყობინებაში, რომელსაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსის თითქმის 760 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, 40 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.