აშშ-მა მინსკში მომხდარი ინციდენტი დაგმო

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მინსკში ავიაკომპანია "რაინეარის" თვითმფრინავის იძულებით დაშვებას გმობს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას, რომლის მიზანი კომერციული ფრენის გაუქმება და ჟურნალისტის დაპატიმრება იყო", - დასძინა ბლინკენმა.

მან ასევე ინციდენტის საერთაშორისო გამოძიების საჭიროების შესახებ განაცხადა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის ხელისუფლება მინსკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებულ შემდგომი პროცედურების პარტნიორებთან განიხილავს.

შეგახსენებთ, გუშინ მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.