აშშ-მა "როსნეფტის" ვიცე-პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებულ სასანქციო სიაში კომპანია "როსნეფტის" ვიცე-პრეზიდენტი, დიდიე კასიმირო შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ სახაზინო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სანქციები ასევე "როსნეფტის" ქვედანაყოფის "Rosneft Trading SA-ზე ვრცელდება, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიდიე კასიმიროა.

მანამდე აშშ-მა "როსნეფტი" და მისი შვილობილი კომპანია ვენესუელური ნავთობის გარე ბაზრებისთვის მიწოდებაში დაადანაშაულა.

თებერვლის დასაწყისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვენესუელასთან დაკავშირებით სხვა შემზღუდავ ზომებთან ერთად კომპანიას სანქციებს დაუწესებს.