აშშ-მა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გაახანრგძლივა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის მარტამდე გაახანრგძლივა. 

"ვენესუელაში არსებული ვითარება უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე სანქციების გახანგრძლივება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ვენესუელას წინააღმდეგ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბრძანებით დაწესდა.