აშშ მიგრანტთა ყველაზე დიდი ნაკადის წინაშე დგას

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, ალეჰანდრო მაიორკასმა განაცხადა, რომ ამერიკა მიგრანტთა ყველაზე დიდი ნაკადის წინაშე დგას, ვიდრე ეს 20 წლის განმავლობაში მომხდარა.

მან ისაუბრა მას შემდეგ, რაც აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვამ განაცხადა, რომ 2021 წლის თებერვალში საზღვარზე 100 000-ზე მეტი მიგრანტი შენიშნა.

"შეერთებულ შტატებში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მიგრანტების ნაკადის ასეთი მონაცემები არ ყოფილა. სამხრეთ-დასავლეთის საზღვარზე მძიმე მდგომარეობაა", - განაცხადა მაიორკასმა.

ალეჰანდრო მაიორკასმა მიგრანტთა რაოდენობის ზრდა სიღარიბეს, ძალადობის გაზრდას, კორუფციასა და ბოლოდროინდელ ქარიშხლებს დაუკავშირა. მან ხაზი გაუსვა, რომ სიტუაცია ასევე გაამწვავა პანდემიამ.