აშშ პოლონეთში საკუთარ სამხედრო კონტიგენტს გაზრდის

პოლონეთში, შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დამატებით ათასი ამერიკელი სამხედრო განლაგდება. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელის იაცეკ ჩაპუტოვიჩის განცხადებით, ქვეყანაში აშშ-ის არმიის მთავარი შტაბ-ბინა - არმიის მე-5 კორპუსის განთავსდება.

ჩაპუტოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთში დამატებითი ამერიკელი სამხედროების განლაგება დაკავშირებული არ არის გერმანიიდან  მათი გაყვანის გადაწყვეტილებასთან. გერმანიიდან გაყვანილი აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფები განლაგდება ევროპის სხვა ნაწილებში.