აშშ რამზან კადიროვს სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს სანქციებს უწესებს. ვაშინგტონი მას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ავრცელებს.

"სანქციები იმის გამო წესდება, რომ კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთანაა დაკავშირებული", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

სანქციების დაწესებას თავად კადიროვი გამოეხმაურა.

"პომპეო, ჩვენ ბრძოლას ვიღებთ. აწი უფრო საინტერესო იქნება", - წერს ჩეჩნეთის ლიდერი "ტელეგრამში" და აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც იარაღით სავსე ოთახის ფონზე დგას და ხელში ორი ტყვიამფრქვევი უჭირავს.