აშშ რუსული მილსადენების მშენებლობის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

აშშ-მ მილსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ისა" და "თურქული ნაკადის" წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა. შეერთებული შტატები, მიმდინარე მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს. შეზღუდვები შეეხება იმ ხომალდებსაც, რომლებიც ნებისმიერი სახით მონაწილეობას მიიღებს პროექტის განხორციელებაში. 

შეგახსენებთ, რომ  მილსადენის მშენებლობას უკვე დიდი ხანია ეწინააღმდეგება უკრაინა, პოლონეთი, ტრამპის და მანამდე ობამას ადმინისტრაცია. მათი აზრით, პროექტის განხორციელება გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, რაც დამატებით ბერკეტებს მისცემს მას, განახორციელოს ზეწოლა მეზობელ ქვეყნებსა და ცენტრალურ ევროპაზე.