აშშ-ს ჩრდილოეთ იაპონიაში საწვრთნელ ფრენებს დროებით წყვეტს

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ჩრდილოეთ იაპონიაში საწვრთნელ ფრენებს დროებით წყვეტს. მიზეზი ინციდენტი გახდა, რომლის დროს ამერიკულ ავიაგამანადგურებელ F-16 -ს სასწავლო რაკეტა გაუვარდა. განცხადებას ამის შესახებ იაპონიაში აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა წერს.

ამერიკული მხარე ასევე ხაზს უსვამს, რომ წვრთნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფას სერიოზულად ეკიდება.

ინციდენტი იაპონიის აომორის პრეფექტურაში დღეს მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.