აშშ-ს "დაუსრულებელ ომებში" მონაწილეობა აღარ სურს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ "დაუსრულებელ ომებში " მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დროებით სტრატეგიულ სახელმძღვანელოშია ნათქვამი. დოკუმენტი თეთრი სახლის საიტზეა განთავსებული.

"ჩვენ ვიმუშავებთ, რომ პასუხისმგებლობით დავამთავროთ აშშ-ს გრძელვადიანი ომი ავღანეთში, უზრუნველვყოთ, რომ ავღანეთი აღარ გახდეს უსაფრთხო თავშესაფარი ტერორისტებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანას თავს ესხმიან, ”- ნათქვამია დოკუმენტში.

ამის პარალელურად, მოწინააღმდეგის შეკავებისა და საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, ვაშინგტონი, პარტნიორებთან თანამშრომლობით, ევროპისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკელი სამხედროების ყოფნას გააძლიერებს.

სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე პარტნიორებს დემოკრატიული ცვლილებებისთვის დააჯილდოებს.