აშშ-სა და ევროპაში "დისნეილენდები" კორონავირუსის გამო დაიხურა

ფლორიდაში მდებარე "Disney World parks-ი" და პარიზში მდებარე "დისნეილენდი" კორონავირუსის გამო 31 მარტამდე დაიხურა.

კომპანიამ, მარტში დაგეგმილი კრუიზებიც გააუქმა.

"Disney-მ" ახლო მომავალში დაგეგმილი ფილმების “Mulan-ისა” და “New Mutants-ის ”პრემიერებიც გადადო მათი პრემიერების ახალი თარიღები ჯერჯერობით უცნობია.