აშშ სამხრეთ კორეასთან ჩრდილოეთ კორეის შეკავებას განიხილავს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად სამხრეთ კორეას ეწვევა, რათა სამხედრო თანამშრომლობა და ჩრდილოეთ კორეის საფრთხესთან დაპირისპირების გეგმები განიხილოს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კორეელ კოლეგასთან, სუი ვუკთან შეხვედრაზე მხარეები სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ერთობლივ ქმედებებზე იმსჯელებენ.

მედია აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, სამხრეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაფართოებით დაინტერესებულია.