აშშ-ში 113 ქვეყნიდან ძაღლების შეყვანა იკრძალება

აშშ-ში, ცოფის გავრცელების საშიშროების გამო, 113 ქვეყნიდან ძაღლების შეყვანა დროებით იკრძალება. შესაბამის განცხადებას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აქვეყნებს.

CDC-ის ვებ-გვერდზე მოცემულია ქვეყნების სრული სია, რომლებზეც აკრძალვა ვრცელდება. 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა 2007 წელს  ცოფის ვირუსის თავიდან აცილება შეძლო. ამასთან, თუნდაც ერთი ინფიცირებული ძაღლის ქვეყანაში შეყვანამ შეიძლება სასიკვდილო დაავადების ახალი გავრცელება გამოიწვიოს.