აშშ-ში 139 წლის სახლი გადაიტანეს - VIDEO

სან-ფრანცისკოში 139 წლის სახლი ახალ მისამართზე გადაიტანეს. შენობის მეპატრონემ, ტიმ ბრაუნმა გადაადგილებაში 400,000 აშშ დოლარი დახარჯა.

ცნობილია, რომ გეგმის განსახორციელებლად მამაკაცს 15 კომიტეტისგან ნებართვა უნდა მიეღო.

ვიქტორიანული ეპოქის სახლი გიგანტური ტრაილერის მეშვეობით გადაიტანეს.

სახლის უსაფრთხოდ გადატანისთვის გზად ხეები მოჭრეს და საგზაო ნიშნები გადააკეთეს.