აშშ-ში 15 წლის გოგო ცურვის დროს მეხმა მოკლა

აშშ-ში 15 წლის მოზარდი ოკეანეში ცურავდა, როდესაც მას მეხი დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News ავრცელებს.

მაშველების თქმით, გოგონა წყალში ჭექა-ქუხილის დროს შევიდა.

მოზარდს ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა საავადმყოფოში მისი სიკვდილის კონსტატაცია მოახდინეს.