აშშ-ში 24 საათში COVID-19-ით გარდაცვალების ახალი პიკი დაფიქსირდა

აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 1736 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მანამდე გარდაცვალების პიკი 3 აპრილს დაფიქსირდა - 24 საათში 1344 ადამიანი დაიღუპა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 399886 შემთხვევაა დადასტურებული.დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 12907-ს მიაღწია.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ისევ ნიუ-იორკშია. აქ 4009 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 22000-მდე გაიზარდა.