აშშ-ში 82 წლის მამაკაცი მცენარისგან დაინფიცირდა და გარდაიცვალა

აშშ-ში 82 წლის მებაღე მამაკაცი, რომელიც მცენარებიის მოვლით იყო გატაცებული, მომაკვდინებელი ინფექციით გარდაიცვალა. პენსიონერი ნიადაგში მცხოვრები თავისუფალი ამებით დაინფიცირდა.

მიკროორგანიზმებმა პენსიონერის ტვინის სერიოზული დაზიანება გამოიწვია. ინფექციის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ, მოხუცი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს. საავადმყოფოში გადაყვანამდე მას სხეულის ძლიერი სისუსტე აღენიშნებოდა. ექიმებმა ტვინის სკანირება ჩაუტარეს და აღმოჩნდა, რომ მას ტვინის მარჯვენა მხარე შეჭმული ჰქონდა და ფსიქიკური აშლილობა დაეწყო. პაციენტი მალევე გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, ამება ნაწლავის ინფექციურ დაავადებას იწვევს, რომელიც მომაკვდინებელია. მას შეუძლია გამოიწვიოს იშვიათი, მაგრამ უკიდურესად მძიმე დაავადებები. მათ ასევე აღნიშნეს, რომ უმეტეს შემთხვევაში დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, სანამ არ მოხდება სხეულის გაკვეთა.