აშშ-ში აფეთქების შედეგად 3 პოლიციელი დაშავდა

აშშ-ში, კანზასის შტატში, ქალაქ ვიჩიტაში აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ CNN ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება. 

გამოცემის ცნობით, გამოძახებაზე გამოცხადებული სამართალდამცავები შენობას ამოწმებდნენ, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. 

ორი ოფიცერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ პოლიციელს მძიმე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ამ დროისათვის მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.