აშშ-ში აღმოჩენილი მონოლითის საიდუმლო ამოხსნილია

ამერიკულმა არტ ჯგუფმა The Most Famous Artist-მა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა, რომ იდუმალი მონოლითი, რომელიც აშშ-ში იუტას შტატში გამოჩნდა სწორედ მან დააინსტალირა.

უფრო მეტიც, ჯგუფმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ორი ფოტო, რომელზეც მონოლითის შექმნის პროცესია ასახული. 

მონოლითის შეძენა 45 000 აშშ დოლარად არის შესაძლებელი.

ცნობისთვის, ლითონის სამი ბრტყელი ფირფიტისგან შემდგარი მონოლითი, რომელსაც პრიზმის ფორმა აქვს, დაახლოებით 3-4 მეტრის სიმაღლისაა, პირველად  აშშ-ში, იუტას უდაბნოში ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა. უჩვეულო ობიექტი ველური ბუნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შენიშნეს. რამდენიმე დღეში მეტალის ობიექტი გაქრა და შემდეგ ის რუმინეთში გამოჩნდა.