აშშ-ში არალეგალური ფოიერვერკების აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

ლოს-ანჯელესში, პოლიციის მიერ ამოღებული არალეგალური ფოიერვერკების აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Los Angeles Times ავრცელებს.

აფეთქება ორი ტონა ფოერვერკების ამოღების პროცესში მოხდა.

ინციდენტის შედეგად შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამის მდგომარეობა მძიმეა.