აშშ-ში არწივმა სახელმწიფო დრონი ჩამოაგდო

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში თეთრთავიანმა არწივმა სახელმწიფოს კუთვნილი, 950 აშშ დოლარის ღირებულების უპილოტო დრონი ჩამოაგდო.

დრონი ესკანაბას მახლობლად დაფრინავდა, როდესაც მას არწივი დაესხა თავს. დრონი მიჩიგანის ტბაში ჩავარდა. 

დრონების მწაროებელი კომპანია მფრინავი ობიექტის ვიზუალის შეცვლას გეგმავს, რათა დრონები ფრინველებისათვის ნაკლებად მაპროვოცირებელი გახდეს.