აშშ-ში ავტორბოლაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

ტეხასის შტატში, ქალაქ კერვილში ავტორბოლაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ბავშვი გარდაიცვალა და 8 ადამიანი დაშავდა. 

შეჯიბრში მონაწილე ავტომობილის მძღოლმა მართვა დაკარგა და ადგილობრივი აეროპორტის ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, სადაც შეჯიბრისთვის რბოლის ბილიკი იყო მოწყობილი. ბილიკიდან გადასული ავტომობილი პარკინგზე შევარდა და ადამიანებს დაეჯახა. 

6 წლის ბიჭი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი ბავშვი, 8 წლის ბიჭი ადგილობრივ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

დაშავებულია 8 ადამიანი, საიდანაც 4 მათგანი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. 

პოლიცია ავარიის გამომწვევ მიზეზებს ადგენს.