აშშ-ში, ბოულინგ კლუბში 3 ადამიანი მოკლეს

აშშ-ში, ილინოისის შტატის ქალაქ როკფორდში მდებარე ერთ-ერთ ბოულინგ კლუბში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ სამი დაშავდა.  ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 18:55 საათზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ სამი ადამიანი  მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

გავრცელებეული ინფორმაციით, სავარაუდო მსროლელი დააკავეს. პოლიციის ცნობით, მან პოლიციის მისვლამდე შემთხვევის ადგილის  დატოვება ვერ მოასწრო.