აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევები რეკორდულად იზრდება

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 69,000-მდე ახალი შემტხვევა გამოვლინდა, რაც ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალასკას, ჯორჯიის, აიდაჰსო, აიოვას, ლუიზიანას, მონტანას, ოჰაიოს, იუტასა და ვისკონსინის შტატში.

აშშ-ში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 184 722-მდე გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით კიდევ 774 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში დაღუპულთა რიცხვი 134 097-ს აღწევს.